Wednesday, September 27, 2023

თეთრი სახლი: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებენ

მთავარი

(ACCnews) “აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებენ,” – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მეტი:   "ქართველი ხალხი ნატოს მომხრედ რჩება, პრობლემა ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პროცესებს კულისებიდან მართავს"- დევიდ კრამერი

“ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ჩვენს პარტნიორებს შეუერთდება რუსეთზე შემდგომი სანქციების დასაწესებლად და არსებული სანქციების გასამკაცრებლად, რათა უზრუნველვყოთ სანქციების მკაცრი აღსრულება“, – აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

მეტი:   ჰარისის ევროპაში ვიზიტის მიზანი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა

შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. ეს ზომები მოიცავს სანქციებს რუსული ბანკებისა და ოლიგარქების მიმართ და ზოგიერთი რუსული ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გათიშვას.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img