(ACCnews) დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იეპე კოფოდის განცხადებით, დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში ომის საფასური მაქსიმალურად მაღალი იქნება.
მისივე განცხადებით, უკრაინაში მოსკოვის აგრესიის შეჩერება ნიშნავს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დააწესონ და მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნონ კიევს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი ქვეყნის დაცვაში და რუსეთისთვის რაც შეიძლება მაღალი საფასური უნდა დავაწესოთ, მათ შორის ე ბრძოლის ველზე. სწორედ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ,” – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.