Saturday, September 23, 2023

“კარგად ვარ” – უკრაინის პარლამენტის წევრი სავარაუდო მოწამვლაზე

მთავარი

(ACCnews) გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციას, რომლის თანახმად, უკრაინის პარლამენტის წევრი, რუსტემ უმეროვი, ერთ-ერთია, ვინც აბრამოვიჩთან ერთად სავარაუდო მოწამვლის მსხვერპლი გახდა, გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც უკრაინის პარლამენტის წევრი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, ის კარგად არის და საზოგადოებას სთხოვს, რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციას არ ენდონ.

მეტი:   გია ნოდია: "ბრიტანეთი უკრაინის მხარდამჭერი დარჩება, მაგრამ პირადად სუნაკისთვის ეს ნაკლებ ცენტრალური და ემოციური თემაა"

“კარგად ვარ. ეს არის ჩემი პასუხი ყველა იმ ყვითელი სიახლის შესახებ, რომელიც ვრცელდება. გთხოვთ არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩვენ საინფორმაციო ომშიც ვიმყოფებით. თავს გაუფრთხილდით, დიდება უკრაინას”, – წერს უმეროვი.

მეტი:   "რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება რამდენიმე კვირაში მოხდება" - ევროკომისიის პრეზიდენტი

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, გამოცემა “Wall Street Journal”-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის 2 წევრს, რომლებიც ერთმანეთს კიევში, მარტის დასაწყისში, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდნენ, შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ.

მეტი:   "ხვალ თუ ნატო-ში გაწევრიანებას შემოგვთავაზებენ და ჩვენი სიცოცხლით არ ითამაშებენ, გავწევრიანდებით, თუმცა ეს არ მოხდება"- ზელენსკი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img