Wednesday, September 27, 2023

“ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც სთავაზობენ” – ჯო ბაიდენი

მთავარი

(ACCnews) “შევხედავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ,” – ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალური მოსკოვის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმად, რუსეთი უკრაინის დედაქალაქ კიევზე სამხედრო თავდასხმებს შეამცირებს.

ამასთან, როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან საუბრის დროს მიაღწიეს კონსენსუსს იმაში, რომ “უბრალოდ შევხედოთ, რისი შემოთავაზება შეუძლიათ, გავიგებთ, რას აკეთებენ”.

მეტი:   უკრაინელმა სამხედროებმა 5 რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს

“ვერაფერი ამოვიკითხე ამაში იქამდე სანამ არ დავინახავ, რა არის მათი ქმედებები. ვნახავთ შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც სთავაზობენ”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მეტი:   "ქართველ ხალხს მთელი სიღრმით ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი" - ენტონი ბლინკენი

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაზე გამართული მოლაპარაკებებისას უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. ამასთან, მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებებისას ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა.

მეტი:   "ისევ ჩიხში დავბრუნდით" - ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებზე

რაც შეეხება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, როგორც მევლუთ ჩავუშოღლუ განაცხადა “დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია” მიღწეული.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების  დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img