Wednesday, September 27, 2023

“მზად ვართ, განვიხილოთ ნეიტრალიტეტი, თუმცა რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რუმ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და ასევე გატანილ უნდა იქნეს რეფერენდუმზე.

“უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი. რამდენადაც მახსოვს, ეს იყო რუსეთისთვის ყველაზე პრინციპული პუნქტი. ამის გამო ომი დაიწყეს”, – განაცხადა ზელენსკიმ ინტერვიუში.

მეტი:   "ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს „შუა დერეფანს“, რომელსაც უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს"- პაველ ჰერჩინსკი

ამასთან, ზელენსკიმ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ახალი შეთანხმება სერიოზული უნდა იყოს და არა ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი უბრალო ფურცელი. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიებსა და ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი, რადგან კონსტიტუციაში მსგავს ცვლილებას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.

მეტი:   "თუ მართლა დახმარება გინდათ, ნუ ყიდულობთ ლურჯ-ყვითელ ჰუდებს" - ჟურნალისტი
მეტი:   აშშ-ის საელჩო: "ომის დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა"

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 32 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img