Wednesday, June 7, 2023

ვარშავა ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებზე უარს ამბობს

მთავარი

(ACCnews) ვარშავაში გადაწყვიტეს ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებზე უარი თქვან. პოლონეთის დედაქალაქში ეს ფინანსური მდგომარეობით და იმით ახსნეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მსგავსი ღონისძიების გამართვა უადგილო იქნებოდა.

როგორც ვარშავის მერიის პრესსპიკერმა მონიკა ბეუტმა აღნიშნა, სადღესასწაულო ღონისძიების გაუქმება უკვე ტრადიციად იქცა, რადგან აქამდე მის ჩატარებას ხელს პანდემია უშლიდა.

მეტი:   "პოლონეთის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები აჩვენებს, რომ ის ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა" - სალომე ზურაბიშვილი

“ამ წელს ჩვენ ვარშავის მოსახლეობას საახალწლოდ არაფერს ვთავაზობთ. სამწუხაროდ, ეს უკვე ასეთი ტრადიციაა, პანდემიის დროს ახალი წლის ღამეს ღონისძიება ხომ არ გვქონდა როგორც წესი?! ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს, ამიტომ ხარჯების შეკვეცა, პირველ რიგში, გართობის ნაწილს შეეხო. ახლა არ შეგვიძლია თავს მსგავსი დანახარჯების უფლება მივცეთ. ამასთან, უკრაინაში, ჩვენი აღმოსავლეთი საზღვრის მიღმა მიდის სასტიკი სისხლისმღვრელი ომი, რომლის გამოც ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, მათ შორის სამოქალაქო პირები. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა ის კლიმატი არ არის, რომელიც გვიბიძგებდა განსაკუთრებული სამხიარულო ღონისძიებების ორგანიზებისკენ,” – განაცხადა პრესსპიკერმა.

მეტი:   "ზოგიერთი გამარჯვებულის შთამომავლები ფაშისტები გახდნენ, დაივიწყეთ 9 მაისი, ეს არ არის თქვენი დღესასწაული" - მიხეილ ხოდორკოვსკი
მეტი:   ჯო ბაიდენი პოლონელ კოლეგასთან შეხვედრას გამართავს

გარდა ამისა, მან მოსახლეობას მოუწოდა არ გამოიყენონ პიროტექნიკა და ფოიერვერკები, რადგან მისი განმარტებით, ამან პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებში, განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება ომის ასოციაცია გამოიწვიოს.

ამჟამად, ვარშავაში დაახლოებით, 100 ათასი უკრაინელი ცხოვრობს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img