Thursday, June 8, 2023

“უკრაინაში ომის შედეგად რუსეთის 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა – სავარაუდოდ, ამ მასშტაბის დანაკარგი აქვს უკრაინასაც”- ამერიკელი გენერალი

მთავარი

(ACCnews) უკრაინაში ომის შედეგად რუსეთის 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ განაცხადა.

მეტი:   რუსმა ძალებმა დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს – მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ეძებენ

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ მასშტაბის დანაკარგი აქვს უკრაინასაც.

ამერიკელმა გენერალმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას “უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომა“ უწოდა, რისთვისაც ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში გადაიხდის.

მეტი:   ალექსანდრე ქართველის ღვაწლი ამერიკის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში

მარკ მილიმ განაცხადა, რომ შესაძლოა გაჩნდეს შესაძლებლობის ფანჯარა კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასასრულებლად, როდესაც ზამთრის პერიოდში ფრონტის ხაზი დასტაბილურდება.

მეტი:   ტოკიო რუსული მხარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს - იაპონური მედია

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი მოლაპარაკებები არ გაიმართება, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img