(ACCnews) ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები ლუგანსკის ოლქის სვატოვოს რაიონში სულ უფრო დაუცველი ხდებიან, ამავდროულად, სარდლობას სურს, შეინარჩუნოს კონტროლი ქალაქზე.
დაზვერვის თანახმად, სვატოვოს გარშემო ინტენსიური საარტილერიო სროლები ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ განახლებაში ნათქვამია, რომ რუსული ძალები აშენებენ თავდაცვით პოზიციებს, რომლებიც ნაწილობრივ დაკომპლექტებულია ცუდად გაწვრთნილი მობილიზებული რეზერვისტების მიერ სვატოვოს გარშემო, ლუგანსკის რეგიონში.
ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ლიდერები, სავარაუდოდ, განიხილავენ სვატოვზე კონტროლის შენარჩუნებას პოლიტიკურ პრიორიტეტად, რადგან ის საკმაოდ დიდი ქალაქია ლუგანსკის რეგიონში.
„ამავდროულად, მეთაურებისთვის, ალბათ, საკმაოდ რთულია საიმედო თავდაცვის შენარჩუნება, ასევე, მეთაურები ცდილობენ დონეცკის სამხრეთით შეტევითი ოპერაციების რესურსის მოპოვებას“, – აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში.
დაზვერვა დასძენს, რომ რუსეთის როგორც თავდაცვითი, ასევე, შეტევითი შესაძლებლობები კვლავ შეფერხებულია საბრძოლო მასალისა და გამოცდილი პერსონალის მწვავე დეფიციტით.