Saturday, September 23, 2023

“ეს რუსი სამხედროებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია” – როიტერსი

მთავარი

(ACCnews) რუსი სამხედროები, რომლებმაც ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის ზონის ტერიტორია დაიკავეს საფრთხის წინაშე არიან.- ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს.

“რუსი სამხედროები „წითელი ტყის“ სახელით ცნობილ უაღრესად ტოქსიკურ ზონაში ჯავშანტექნიკით რადიაციული დაცვის გარეშე გადაადგილდებოდნენ, რის შედეგადაც რადიოაქტიური მტვრის ღრუბლები წარმოიშვა.  სამხედროების კოლონა არ იყენებდა ანტირადიაციულ აღჭურვილობას და ეს სამხედროებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან მათ მიერ ჩასუნთქული რადიოაქტიური მტვერი დიდი ალბათობით ორგანიზმის შინაგან დასხივებას გამოიწვევდა” – წერს მედია.

მეტი:   ლვოვის მერმა რომის პაპს საჩუქრად გადასცა ჯვარი - ჯვარზე რუსული ფრთოსანი რაკეტის ნაწილია, რომელიც დაჭრილი პატარა გოგონას სხეულიდან ამოიღეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჩერნობილის პერსონალის ანგარიშებზე კომენტარს არ აკეთებს.

რუსმა სამხედროებმა ქარხნის აღების შემდეგ განაცხადეს, რომ რადიაცია ნორმალურ დონეზე იყო და მათმა ქმედებებმა აღკვეთა უკრაინელი ნაციონალისტების შესაძლო “ბირთვული პროვოკაცია”. რუსეთი მანამდე უარყოფდა, რომ მისმა ძალებმა უკრაინის შიგნით ბირთვული ობიექტები საფრთხეში ჩააგდეს.

მეტი:   აშშ უკრაინისთვის საშუალო და შორი დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემების შეძენას გეგმავს

შეგახსენებთ, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 34 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს 24 თებერვლიდან  საოკუპაციო ჯარები აკონტროლებენ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღარ ჰქონდა წვდომა სადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან. სადგურზე გათიშული იყო ელექტროენერგიაც, რაც ზრდიდა რადიაციის გაჟონვის რისკებს.

მეტი:   "სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, თუ რას ვგრძნობ - ეს არის სისასტიკე, ეს არის ომის დანაშაულები" - შარლ მიშელი

25 თებერვალს უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა ინსპექციამ ჩერნობილის ზონაში რადიაციის დონის ზრდის შესახებ განაცხადა, რაც, უწყების ცნობით, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებით იყო გამოწვეული.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img