Saturday, September 23, 2023

“ევროპა დაინტერესებულია, ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა ამისთვის” – გია ვოლსკი

მთავარი

(ACCnews) “ევროპა დაინტერესებულია იმაში, რომ ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს სწორედ აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი, რა საკვირველია, ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა ამისათვის,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

“საგანგებო მნიშვნელობა აქვს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ თანამშრომლობას და ეს არ არის მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ინტერესების სფერო. ევროპა, მისი ბაზარი დაინტერესებულია იმაში, რომ ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს სწორედ აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი, რა საკვირველია, ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა ამისათვის. ამ თემებზე მოლაპარაკების პერიპეტიებს თუ გადავხედავთ, ძალიან მარტივად დავასკვნით თუ ვის სჭირდება დესტაბილიზაცია საქართველოში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვან თემებზე მიდის მსჯელობა. სატრანზიტო მიმართულებით საუბარი დღეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი,” – აღნიშნა ვოლსკიმ.

მეტი:   "კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია – მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში, რასაც ის დახმარებას ეძახის"– გია ვოლსკი
მეტი:   "პუტინი კარგად თამაშობს გიჟის როლს! - მას უბრალოდ სურს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების გვეშინოდეს" - ილია პანამარიოვი

ცნობისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

მეტი:   "თუ არ დახურავთ ცას, რუსული რაკეტები ნატო-ს ტერიტორიაზე ჩამოვარდება" - ზელენსკი

“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო – სუფსას ტერმინალიც, ვიცი, რომ არ არის ახლა ქმედითი, მაგრამ გვინდა, დავტივირთოთ ეს არხიც,” – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და დასძინა, რომ მოხარულია, საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდით.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img