(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ტელეგრამზე” მარიუპოლში სამშობიარო სახლზე თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ “ეს სიველურეა.”
“მარიუპოლი, რუსული სამხედროების მიერ პირდაპირი თავდასხმა სამშობიარო სახლზე. ადამიანები არიან ნანგრევების ქვეშ. ბავშვებია არიან ნანგრევების ქვეშ. ეს სიველურეა!” – წერს ზელენსკი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის ცის დაკეტვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და ამბობს, რომ – “სასწრაფოდ დაასრულეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანურობას”.
ცნობისთვის, დღეს, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის სამშობიარო სახლსა და ბავშვთა საავადმყოფოზე საჰაერო იერიში მიიტანეს. UNIAN-ის ინფორმაციით, ბევრი გარდაცვლილი და დაშავებულია. ამასთან, ორივე შენობა მთლიანად დანგრეულია.