(ACCnews) “ძალადობა, რომლის წინაშეც უკრაინა პუტინის განკარგულებით აღმოჩნდა, უმოწყალოა,” – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მარკ რუტემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დროს, მათ ორმხრივი ურთიერთობების გარდა, უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ბევრი ისაუბრეს.
“ამის მტკიცებულებას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. თუნდაც, მარიუპოლის განურჩეველი დაბომბვა ავიღოთ, თავდასხმა, რომლის მიზანიც მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორება იყო.
ორივემ დავგმეთ რუსეთის შეჭრა. როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, ეს ძლიერი დარტყმაა რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის და მე სრულად ვეთანხმები ამას. ჩვენთვის – დასავლეთ ევროპული ქვეყნისთვის, უკრაინაში ომი ბევრად მოშორებით არის, ვიდრე თურქეთისთვის. თურქეთი ამ კონფლიქტის გადასაჭრელად მნიშვნელოვან როლს ასრულებს,” – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმ-მინისტრმა .