Saturday, June 3, 2023

“შეიქმნას კანონი რა ტიპის პროდუქციის ტრანზიტია აკრძალული საქართველოდან რუსეთის მიმართულებით” – გიორგი ვაშაძე

მთავარი

(ACCnews) „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი “ამკრძალავი ნორმების პაკეტის” შექმნას ითხოვს.

გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მიმართავს შეიქმნას კანონი და კანონქვემდებარე აქტები, რათა ყველა მებაჟემ და მესაზღვრემ იცოდეს რა ტიპის პროდუქციის ტრანზიტია აკრძალული საქართველოდან რუსეთის მიმართულებით.

მეტი:   "ეს ომი უნდა დავასრულოთ ისე, რომ დავრჩეთ ადამიანებად" - ზელენსკი

როგორც ვაშაძე განმარტავს, ამით, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ყველა  საკითხი დაიხურება.

„პაკეტით გაწერილი უნდა იყოს, როგორ ვკრძალავთ საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტს. საქართველოში არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი არც ერთი ნორმა, რომლითაც აკრძალული იქნება აკრძალული პროდუქციის ტრანზიტი საქართველოს გავლით რუსეთში. იმისთვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი საქართველოსთან დაკავშირებით მოიხსნას, აუცილებელია შეიქმნას კანონი და კანონქვემდებარე აქტები, რომ ყველა მებაჟემ, მესაზღვრემ, საჯარო მოხელემ, პოლიციელმა იცოდეს, რა ტიპის პროდუქციის ტრანზიტია აკრძალული, გამოვლენის შემთხვევაში, რა რეაგირებას ახდენს შესაბამისი ორგანოები, რომ დასავლეთის პარტნიორობის მყარი სტატუსი შეინარჩუნოს საქართველომ და კითხვები არ არსებობდეს.

მეტი:   კელი დეგნანი: "დიდი მადლობა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისათვის"
მეტი:   "მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე" - კელი დეგნანი

რაც მთავარია, ჩვენი მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, რადგან გზა ამისკენ არის მხოლოდ დასავლეთთან თანამშრომლობა,“ – განაცხადა ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img