(ACCnews) “სალომე, გამოუშვი მიშა” – ოკუპირებული ხურვალეთის მცხოვრები ვალია ვანიშვილის მიმართვა სალომე ზურაბიშვილს.
ვალია ვანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.
“გამოუშვან, რატომ არ უშვებენ, ახალგაზრდები არ ხართ, კარები გატეხეთ და გამოიყვანეთ. აბა მე ვიყო იქა, მე რუსებს ვრეკავ, მარტო ვცხოვრობ, თქვენ ამოდენა ახალგაზრდები ხართ და ის კაცი ვერ გამოგყავთ? რა ახალგაზრდები ხართ? სალომეს [ზურაბიშვილს] შეუძლია, რომ კარები გაუღოს და გამოიყვანოს, გამოუშვი სალომე მიშა”, – თქვა ვალია ვანიშვილმა.