საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოზე დაყრდნობით იუწყებიან.
“მიხეილ გორბაჩოვს მძიმე სენი ჰქონდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა”, – ნათქვამია ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს განცხადებაში.