(
ACCnews) USAID-ის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, მააიკე ვან კოლდამთან ერთად შიდა ქართლში, კირწნისის სანერგეს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას
აშშ-ის საელჩო საქართველოში საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
სანერგეში USAID-ის და ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით მაღალხარისხიანი ნერგები გამოჰყავთ.