ახალგაზრდებმა წარადგინეს იდეები, თუ როგორ შეიძლება გახდეს სამოქალაქო განათლება უფრო საინტერესო და სახალისო ყველასთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისთვის.
გამარჯვებული იდეები ეხებოდა სტუდენტურ თვითმმართველობას, მედიაწიგნიერებასა და პროფესისს არჩევის პროცესს.
გამარჯვებულები არიან: ლიზი დუგლაძე (რუსთავის #13 საჯარო სკოლა); მარიამ ნაცვლიშვილი (ქუთაისის სკოლა „პროგრესი“), ნია თავდიშვილი, ეკატერინე სანდუხაძე და ნიკოლოზ ირემაძე (თბილისის 221-ე საჯარო სკოლა).