USAID ერთ-ერთ ასეთ მეღვინეობას დაეხმარა, ჭრებალოს მარანს, სადაც ამ ულამაზეს ადგილას სამზარეულოსა და რესტორნის დამატებაში შეუწყო ხელი და კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ტურისტებისთვის მარანი.
სტუმრებს უკვე შეუძლიათ მივიდნენ, დააგემოვნონ ღვინოები და ადგილობრივად წარმოებული სხვა პროდუქცია, დაბრუნდნენ სახლში და მსოფლიოს გააცნონ უგემრიელესი რაჭული ღვინოები და რეგიონის ულამაზესი ბუნება.
“USAID-ს მიერ ჭრებალოს მარნის მხარდაჭერა ჩვენი საქართველოსთან 30 წლიანი პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია, რაც საქართველოს რეგიონებში სამუშაო ადგილებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას ემსახურება”, – აღნიშნულ ციტატას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ გვერდზე ავრცელებს.