(ACCnews) აშშ-ის სასაზღვრო ძალების განცხადებით, ავიამზიდი „რონალდ რეიგანი“ ტაივანის სამხრეთ-აღმოსავლეთ წყლებისკენ დაიძრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„USS რონალდ რეიგანი და მისი დამრტყმელი ჯგუფი მიმდინარეობს ფილიპინების ზღვაში და განაგრძობენ ნორმალურ, დაგეგმილ ოპერაციებს, როგორც მისი რუტინული პატრულირების ნაწილი თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის მხარდასაჭერად“, – თქვა ხუთშაბათს საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.
პარალელურად, პეკინი ტაიბეის ბლოკადაში აქცევს – ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო.
შეგახსენებთ, ნენსი პელოსიმ ტაივანი ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ გუშინ დატოვა. ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პეკინის უკმაყოფილება მუქარაში გადაიზარდა. გასულ კვირაში ჯო ბაიდენსა და სი ძინპინგს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს უთხრა: “ვინც ცეცხლს ეთამაშება, მისგან იღუპება”.
ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ კუნძული აგროვებს საკუთარ გადასახადებს, ხმას აძლევს საკუთარ მთავრობას, გასცემს საკუთარ პასპორტებს და ჰყავს საკუთარი სამხედროები.
აშშ აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.