(ACCnews) აშშ უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს სთავაზობს.
უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი შეიცავს:
• 25 000 კომპლექტ ჯავშანჟილეტსა და ჩაფხუტს;
• 2 000 ჯაველინს, 1 000 მსუბუქ ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღსა და 6 000 „AT-4″ ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემას;
• 800 სტინგერის საზენიტო-სარაკეტო სისტემას;
• 100 ტაქტიკურ უპილოტო საჰაერო სისტემას;
• 100 ყუმბარმტყორცნს, 5 000 შაშხანას, 1 000 პისტოლეტს, 400 ტყვიამფრქვევსა და 400 საფანტის იარაღს;
• 20 მილიონზე მეტ მსუბუქი შეიარაღების საბრძოლო მასალას, ყუმბარმტყორცნსა და ნაღმტყორცნის ჭურვს.
ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 33 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესეს.