(ACCnews) აშშ უკრაინისთვის საშუალო და შორი დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემების შეძენას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული მედია იყობინება.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა სთხოვეს შეიარაღებულ ძალებს მიაწოდონ NASAMS სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელსაც შეუძლია სამიზნეები 160 კმ-ზე მეტ მანძილზე დაარტყას, თუმცა სამხედროებს შესაბამისი წვრთნების გავლა დასჭირდებათ.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას უკრაინისთვის დამატებით 450 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ განაცხადა.