“სოლიდარობის მუხტმა, რომელიც მთელ მსოფლიოში უკრაინის მიმართ გაჩნდა, საელჩოს წარმომადგენლები შთააგონა ერთიანი ძალისხმევით ჩართულიყვნენ მხარდამჭერ აქტივობებში. ჩვენი ადგილობრივი თანამშრომლები, დიპლომატები, მათი ოჯახის წევრები და ამერიკელი სამხედროები აქტიურად აბარებდნენ სისხლს უკრაინელთა სიცოცხლის გადასარჩენად, აწყობდნენ და მონაწილეობდნენ თანხის შესახლოვებელ აუქციონებში და აგროვებდნენ შემოწირულობებს უკრაინული სკოლებისთვის”, – ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ გვერდზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქვეყნებს.
“შობის წინა საღამოს, ასევე, ვფიქრობთ ბავშვებზე, რომლებიც ჩვენმა საზღვაო ქვეითებმა საახალწლოდ მოინახულეს და იმ სიხარულზე, რომელიც მათ გაგვიზიარეს. მათი სახით ყველა ბავშვს ბედნიერ და მშვიდობიან დღესასწაულს ვუსურვებთ”, – ვკითხულობთ გვერდზე.