(ACCnews) “უკრაინა აშშ-სგან $3 მილიარდის ფინანსურ დახმარებას აგვისტოში, $1.5 მილიარდს კი სექტემბერში ელოდება,” – ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ განაცხადა.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო გადახდები $7.5 მილიარდის ფინანსური დახმარების ნაწილი იყო, რომელზეც აშშ და უკრაინა ზაფხულის დასაწყისში შეთანხმდნენ.
ამასთან, მისივე თქმით, უკრაინამ დახმარების აღნიშნული პაკეტი ისეთი კრიტიკული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენა, როგორიც ჯანდაცვა და საპენსიო ხარჯებია.