(ACCnews) აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. – ინფორმაციას უნიანი ავრცელებს.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე გახდა ცნობილი.
ამერიკელი პოლიტიკოსის ჩაკ შუმერის თქმით, წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა უკრაინის დახმარების პაკეტი, ახლა სენატი „სწრაფ ზომებს მიიღებს“ მის დასამტკიცებლად და ხელმოწერისთვის აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნის.
აღნიშნულია, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების დაფინანსების 11 მილიარდ დოლარამდე გაზრდას. ასეთი გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს გააგზავნოს სამხედრო ტექნიკა და იარაღი აშშ-ს მარაგებიდან, რაც უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის სწრაფი მიწოდების ერთ-ერთი მთავარი გზაა.
ამ მიზნებისთვის ბაიდენმა კონგრესისგან 33 მილიარდი დოლარი მოითხოვა, მაგრამ კანონმდებლებმა გადაწყვიტეს გამოეყოთ კიდევ 3,4 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარებისთვის და იგივე თანხა ჰუმანიტარულ საკითხებზე.