(ACCnews) ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ და აჭარა ჯგუფმა ფინანსურ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომლის მიხედვითაც აბასთუმანში ისტორიული სანატორიუმ “არაზინდოს” რეაბილიტაცია მოხდება.
Rooms hotel abastumani სტუმრებს 2024 წლიდან მიიღებს. Ადგილზე 76 ოთახი იქნება განთავსებული, ხოლო პროექტი 200-მდე სამუშაო ადგილს შექმნის, რომელშიც უმეტესად ადგილობრივები იქნებიან დასაქმებულნი.
პროექტი Ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკის განვითარებას.
ღონისძიებას ასევე დაესწრო ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.