Friday, March 24, 2023

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუსეთის ეკონომიკის სრულ იზოლაციაში მოქცევას ეცდებიან” – თეთრი სახლი

მთავარი

(ACCnews) “G7 რუსეთის ელიტის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს,” – ამის შესახებ “დიდი შვიდეულის” ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადეს.

ამასთან, მათივე განცხადებების თანახმად, უახლოეს მომავალში “დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუსეთის ეკონომიკის სრულ იზოლაციაში მოქცევას ეცდებიან.

მეტი:   "ქართველ ხალხს მთელი სიღრმით ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი" - ენტონი ბლინკენი

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აღნიშნულ შეხვედრაზე “დიდი შვიდეულის” ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მალე რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ეტაპობრივად, მათ შორის რუსული ნავთობის აკრძალვით შეაჩერებენ.

მეტი:   აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება გაერო-ს რეზოლუციას არღვევს

“ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ კამპანიას რუსეთის ელიტებისა და მათთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის საომარ მოქმედებებს უკრაინაში მხარს უჭერენ და ომში რუსი მოქალაქეების რესურსებს ფლანგავენ”. – ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.

მეტი:   აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ვიზიტი მცხეთა-მთიანეთში

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც,  აშშ სამ რუსულ სამთავრობო ტელევიზიასა და გაზპრომბანკის 27 აღმასრულებელ ხელმძღვანელს სანქციებს უწესებს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img