(ACCnews) თურქეთში ტერორისტული თავდასხმისა და ქვეყნის ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, შეერთებული შტატები სირიასა და ერაყს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
„აშშ გამოთქვამს გულწრფელ მწუხარებას სირიასა და თურქეთში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
ჩვენ მოვუწოდებთ სირიაში დეესკალაციისკენ, რათა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და მხარი დავუჭიროთ საერთო მიზნებს, დაამარცხონ ISIS. ” – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა დასძინა, რომ ის „ეწინააღმდეგება ერაყში ნებისმიერ არაკოორდინირებულ სამხედრო ქმედებას, რომელიც არღვევს ერაყის სუვერენიტეტს“.
შეგახსენებთ, კვირას ღამით თურქეთმა ჩაატარა ოპერაცია „ხმალი-კლანჭები“ ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში, რომელშიც, როგორც თავად აცხადებს, სამხედრო თვითმფრინავმა ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული 89 სამიზნე გაანადგურა .
ოპერაცია “ხმალი-კლანჭები” იყო პასუხი 13 ნოემბერს სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა.