Sunday, January 29, 2023

სტაჟირების პროგრამა აშშ-ის საელჩოში: “საელჩო შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება”

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში.

“მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რამე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა, ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისთვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას”, – ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს საელჩო საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

მეტი:   ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კანდიდატები, რომლებიც შუალედურ არჩევნებში დამარცხდებიან და ამის აღიარებაზე უარს იტყვიან, ქვეყანას ქაოსის გზაზე დააყენებენ

ვის შეუძლია მონაწილეობა კონკურსში: მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუნდეტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში: კანდიდატებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:

  • სააპლიკაციო ფორმა (ივსება ინგლისურ ენაზე);
  • წერილობითი თანხმობა უნივერსიტეტიდან (ინგლისურ ენაზე);
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სარეკომენდაციო წერილი (არ არის სავალდებულო, თუმცა გაამყარებს თქვენს აპლიკაციას).
მეტი:   ლეგენდარულმა Pink Floyd-მა 500 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი შეაგროვა უკრაინიელთა დასახმარებლად

საბუთები უნდა გამოიგზავნოს  PDF ფორმატში შემდეგ ელფოსტის მისამართზე: HROTbilisi@State.gov:

“აშშ-ის მისია საქართველოში მიესალმება შეერთებულ შტატებში სწავლის მსურველ აპლიკანტებს და სავიზო პროცესის გაადვილებისთვის მუშაობას აგრძელებს.
გვსურს, შეგატყობინოთ, რომ საკონსულო განყოფილება ამატებს დაჩქარებული გასაუბრების შეზღუდულ რაოდენობას სტუდენტური და გაცვლითი ვიზიტის აპლიკანტთათვის, რომელთა მგზავრობის მიზანი არის სწავლის დაწყება ან გაგრძელება აშშ-ში დასაბუთებული სწავლისათვის და რომელთა პროგრამის დაწყების თარიღი დაჩქარებული გასაუბრების მოთხოვნის თარიღიდან 60 დღის ვადაშია”, – ვკითხულობთ გვერდზე.
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img