Friday, March 24, 2023

რესპუბლიკელებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, სენატზე კონტროლს დემოკრატები ინარჩუნებენ

მთავარი

(ACCnews) აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკურმა პარტიამ 218 ადგილი აიღო, რითაც უმრავლესობა მოიპოვა.

წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად მინიმუმ სწორედ 218 მანტადი იყო საჭირო.

მეტი:   "აშშ-ს საელჩო დროებით კიევიდან ლვოვში გადააქვს" - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი

თუმცა, შუალედური არჩევნების ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

პროგნოზირებენ, რომ 435-მანდატიან წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტია“, საბოლოო ჯამში, 223 ადგილს მოიპოვებს. ამ დროისთვის დემოკრატები გარანტირებულად 210 ადგილს ფლობენ.

მეტი:   "საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას" - ჯოზეფ ბაიდენი

რაც შეეხება სენატს, აქ უმრავლესობის შენარჩუნება დემოკრატებმა შეძლეს. ამ დროისთვის მათ უკვე 50 ხმა აქვთ. არჩევნების მეორე ტური ჯორჯიის შტატში უნდა გაიმართოს. თუმცა, მის შედეგს ძალთა ბალანსზე გავლენა აღარ ექნება.

მეტი:   "ამერიკელი კოლეგა მარწმუნებს, რომ უკრაინის მიღებას NATO-ში ხვალ არ აპირებენ" - პუტინი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img