Monday, June 5, 2023

აშშ-ის სენატმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება განახორციელა

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის სენატმა 99 ხმით ერთის წინააღმდეგ, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება განახორციელა.

წინააღმდეგ ერთადერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯოშ ჰოულიმ დააფიქსირა ხმა. ახლა დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტთან გადაიგზავნება.

მეტი:   ევროკავშირმა რუსეთს სანქციების მეოთხე პაკეტი დაუწესა

ნატოს გაფართოების დოკუმენტს მხარი დაუჭირა  საფრანგეთის პარლამენტმაც.

21 ივლისს საფრანგეთის ზედა პარალატაში კენჭისყრის შემდეგ, ახლა დოკუმენტს მხარი უკვე ეროვნული კრების დეპუტატებმაც დაუჭირეს. საკითხს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მეტი:   "დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია" - ვოლოდიმირ ზელენსკი

“შვედეთისა და ფინეთის წევრობა ჩვენს ალიანსს გააძლიერებს, რათა დავიცვათ ჩვენი ფასეულობები და ცხოვრების წესი და ჩვენი თავისუფლება მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მათ“, – წერს კატრინ კოლონა „ტვიტერზე“.

მეტი:   საქართველოს მთავრობის ქმედებები დაგვაფიქრებს, რამდენად სურთ დასავლეთთან ინტეგრაცია - დენიელ ფრიდი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img