Saturday, June 3, 2023

შეერთებული შტატების საელჩო რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის საელჩო მოსკოვში, სოციალური ქსელით ვიდეომიმართვას ავრცელებს და სოლიდარობას უცხადებს რუსეთის იმ მომქალაქეებს, ვინც მშვიდობიანი მომავლის შექმნისკენ ისწრაფვის.

უკრაინაში ომის კადრების ფონზე, აშშ-ის საელჩო რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს, რომ არ ეკადრებათ ის, რაც ხდება.

მეტი:   "ჩვენ საქართველოს ინტერესები უნდა დავიცვათ ამერიკაში დემოკრატების მმართველობის დროსაც და რესპუბლიკელების მმართველობის დროსაც" - დავით ქართველიშვილი

ვიდეომიმართვას, თან ახლავს რუსული სუბტიტრები და გამოყენებულია სხვადასხვა ისტორიული მოვლენის თუ ადგილის ამსახველი კადრები.

როგორც სუბტიტრებში ვკითხულობთ, აშშ და რუსეთი მეტოქეობდნენ და თანამშრომლობდნენ მსოფლიოში წარმოქმნილი უდიდესი გამოწვევების დასაძლევად, რუსულ ლიტერატურას ასწავლიან ამერიკულ სკოლებში, რუსულ მუსიკალურ ნაწარმოებებს ასრულებენ ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ კულტურულ დაწესებულებებში და მთელი ისტორიის განმავლობაში მათ ქვეყნებს აახლოებდა კულტურის და მიღწევების ერთობა.

მეტი:   დასავლური მედია რუსეთის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში ომის ფონზე, პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი იზრდება
მეტი:   "საქართველოს სიძლიერე ამერიკის მსგავსად, მის მრავალფეროვნებაშია" - აშშ-ს საელჩო

შეგახსენებთ, 2022 წლის დეკემბერში, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ რუსეთში ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი ლინ ტრეისის კანდიდატურას. ტრეისი პირველი ქალია, რომელიც ვაშინგტონმა მოსკოვში ელჩად დანიშნა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img