Friday, March 24, 2023

“ჩვენ მივალთ გენოციდამდე, რუსეთი რასაც აკეთებს მიზანმიმართული პოლიტიკაა გაანადგუროს უკრაინა” – ვიქტორია ნულანდი

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდის თქმით, სავარაუდოდ აშშ საბოლოოდ შეძლებს დაადასტუროს, რომ რუსეთმა უკრაინელი ხალხის გენოციდი მოაწყო. – ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ვიქტორია ნულანდი აღნიშნავს აშშ მტკიცებულებების შეგროვების პროცესშია.

“მე ვფიქრობ, რომ მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ, ჩვენ მივალთ სწორედ იმ განსაზღვრებამდე, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის ქმედებებს უწოდა – ჩვენ მივალთ გენოციდამდე, რადგან ის, რაც ხდება, შემთხვევითი არ არის. ეს რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკაა, გაანადგუროს უკრაინა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა.” – თქვა ვიქტორია ნულანდმა.

მეტი:   "მზად ვართ, განვიხილოთ ნეიტრალიტეტი, თუმცა რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

მისი თქმით, პუტინს მხოლოდ საკუთარი იმპერიული ამბიციები ამოძრავებს და მას არ აინტერესებს ხალხი.

“პუტინს არ აინტერესებს თავისი ხალხი, ან მისი ქვეყანა. მისი ინტერესის სფერო მხოლოდ საკუთარი იმპერიული ამბიციებია.

ის ვერ ხედავს, რომ რასაც აკეთებს, ერთი მხრივ უკრაინის ნანგრევებად, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის ციხედ ქცევაა” – ამბობს ვიქტორია ნულანდი CNN-თან ინტერვიუში.

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაზის ტარიფის ზრდაზე საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი გენოციდად შეაფასა.

მეტი:   პენტაგონი 1,2 მილიარდ დოლარს გამოყოფს NASAMS სისტემებისთვის უკრაინისთვის - Reuters

„თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი საწვავის ავზის ავსების შესაძლებლობა, არც ერთი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს მოშორებით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელებისადმი მიმართვისას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კი  ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა ის, ისევე როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტერმინს „გენოციდს“ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის, ემანუელ მაკრონმა  უპასუხა: „დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი, რუსები და უკრაინელები ძმები არიან”.

მეტი:   დასავლური სანქციების კულმინაცია, რუსეთმა დეფოლტი გამოაცხადა - Bloomberg

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img