Wednesday, September 27, 2023

ნატო, ევროკავშირი და აშშ-ს საელჩო დეზინფორმაციის წინააღმდეგ

მთავარი
(ACCnews) აშშ-ის საელჩო საქართველოში აგრძელებს იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის ცენტრებისა თუ სხვა მრავალი ორგანიზაციის მეშვეობით საქართველოში ხორციელდება.
“უკრაინაში რუსეთის ომმა მთელ მსოფლიოს უჩვენა, როგორ შეუძლია დეზინფორმაციას ადამიანების შეცდომაში შეყვანა. ყველამ ვიხილეთ ინტერვიუები რუსეთის რიგით მოქალაქეებთან, რომლებიც გაუაზრებლად იმეორებენ კრემლის ნარატივს და ამტკიცებენ, რომ რუსეთის არმია უკრაინელ ხალხს „ათავისუფლებს”. ჩვენ, იმ ხალხმა, რომელიც მედიის ცენზურისგან თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ვნახეთ, როგორ გამოიყურება ეს გათავისუფლება: ათასობით მოკლული სამოქალაქო პირი, მილიონობით დევნილი და განადგურებული ქალაქები” – ამ ინფორმაციას აშშ საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“ნატოს დღეს, გვსურს, აღვნიშნოთ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მუშაობა, რომელიც მრავალი წელია დეზინფორმაციას ებრძვის. თერთმეტი ადგილმდებარეობის მქონე ამ ქსელმა ნატოსა და ევროკავშირზე ინფორმაცია სემინარებით, გამოკითხვებით, ვირტუალური პროგრამებითა და ასობით აქტივობით საქართველოში ათასობით ადამიანს მიაწოდა და მათ დეზინფორმაციისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი გაუჩინა”. – ვკითხულობთ საელჩოს გვერდზე.
მეტი:   "რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს გაეროს სესიის საფარქვეშ მოწყობილ პოლიტიკურ შოუში" - მარია ზახაროვა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img