Saturday, September 23, 2023

“მადლობა ღმერთს, რომ აშშ ტერორისტულ სახელმწიფოდ არ გამოაცხადეს”- მანჯგალაძე „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე

მთავარი

(ACCnews) “მადლობა ღმერთს ტერორისტულ სახელმწიფოდ არ გამოაცხადეს აშშ”-  ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატებს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

“გუშინ იყო შინდისის გმირების გახსენების დღე და ამის ნაცვლად, ეს ვირეშმაკები შემოიფარგლნენ ანტიამერიკული განცხადებებით. როცა ამერიკასთან აფუჭებ ურთიერთობას, ვისი იმედი გაქვს, პუტინის კეთილმოწყალების იმედად ტოვებენ საქართველოს?!

ყველგან სადაც ჩართულია ანტიამერიკული ისტერია, ამის უკან დგას რუსეთი. მათი განცხადებები არის რუსული საინფორმაციო დივერსია, სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ამ მავნებლობაში არიან ჩართულები. ამერიკასთან დაკავშირებით ამ განცხადებამ სირიელი დიქტატორის ასადის განცხადება გამახსენა, ასევე მადუროს და ბელარუსის ლიდერის განცხადებები. მგონი, აშშ-ის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ცოტა დააკლდა, მაგრამ ალბათ აქამდეც მივალთ. თავმოყვარე ქვეყანაში დიდი ხნის წინ გაუშვებდნენ მათ პოლიტიკურ სანაგვეში”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მეტი:   კელი დეგნანი: "აშშ მუდამ ეძებს გზებს, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და ნატო-სთან თავსებადობა"
მეტი:   "არ დაგავიწყდეთ ხალხის ძალა, რომელიც თავისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის" - კარა მაკდონალდი

მისი თქმით, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა საქართველოს, არამედ რუსეთის სამსახურში.

ცნობისათვის, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობამ – „ხალხის ძალა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი აშშ-ის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოში რევოლუციური სცენარის ამოქმედება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო, ხოლო “ნათელაშვილის „ფანჩატური“, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს სასაცილოდ არ ყოფნიდა, მაშინ სწორედ საელჩოს რევოლუციური სცენარის აღსასრულებლად შეიქმნა”. ისინი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის საელჩო ” რევოლუციის მოწყობას და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას ეცდება”. გარდა ამისა, განცხადებაში ვკითხულობთ, “საელჩოს სურვილია, ივანიშვილმა გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს.”

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "განსაკუთრებული პროექტი, რომელშიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად მათი უკრაინელი თანატოლები ჩავრთეთ"
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img