“სამცხე-ჯავახეთში ელჩის ვიზიტის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ღონისძიება ორასზე მეტ მოსწავლესა და სტუდენტთან შეხვედრა იყო. ამ შეხვედრის მასპინძლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გვსურს, გადავუხადოთ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ მაკა ბერიძეს, რომელიც ჩვენი გაცვლითი პროგრამის მონაწილეა. ვიზიტამდე მან გაგვიზიარა თავისი, როგორც პროგრამის მონაწილის შთაბეჭდილებები”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.