(ACCnews) აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ ირანს გაათავისუფლებს. ამის შესახებ განცხადება ჯო ბაიდენმა წინასაარჩევნო გამოსვლაში განაცხადა. ინფორმაციას “Reoters” ავრცელებს.
მისი თქმით, ირანის მთავრობის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები მალე მოახერხებენ თავის გათავისუფლებას.
„ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გავათავისუფლებთ ირანს. ისინი მალე გათავისუფლდებიან“, – აღნიშნა ბაიდენმა.
თუმცა, ბაიდენმა არ დააკონკრეტა, რა დამატებით ქმედებებს განახორციელებს.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ბაიდენის განცხადებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ირანში უკვე შვიდი კვირაა დემონსტრაციები მიმდინარეობს, რაც 22 წლის ქალის, გარდაცვალებას მოჰყვა.
22 წლის სტუდენტი მაჰსა ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. ქალი გათავისუფლების შემდეგ 3 დღეში გარდაიცვალა. ახლობლების განცხადებით, გოგონა პოლიციაში სასტიკად სცემეს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა