(ACCnews) აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხარდაჭერით საქართველო აგრძელებს C და B ჰეპატიტების აღმოფხვრაზე მუშაობას. ინფორმაცოას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, ახლახან გამოცემული მიმდინარე ანგარიში ხაზს უსვამს ამ კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესს.
ამ დროისთვის C ჰეპატიტის სკრინინგი 2.3 მილიონმა ზრდასრულმა ადამიანმა გაიარა, აქედან 96 000-ზე მეტს ქრონიკული ინფექცია აღმოაჩნდა და 78 000-მა იმკურნალა. მკურნალობადასრულებული პაციენტების 98%-ზე მეტი დაავადებისგან განიკურნა.
2021 წელს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა სეროპრევალენტობის კვლევამ აჩვენა, რომ ქრონიკული C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა 2015 წელს 5.4%-დან 2021 წელს 1.8%-მდე შემცირდა.
B ჰეპატიტის კუთხით ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა ვაქცინაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია და ადასტურებს რეგიონული საკონტროლო მიზნების მიღწევას.