(
ACCnews) “ეროვნული პარკები ჩვენი ქვეყნების ბუნებრივი საგანძურებია. მათზე ზრუნვისა და მათი დაცვის სურვილი ერთ-ერთია, რაც ჩვენს ხალხებს აერთიანებს. შეერთებულ შტატებს საუკუნეზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს ეროვნული პარკების მართვისა, რასაც სიხარულით ვუზიარებთ ქართველ პროფესიონალებს”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ საქართველოს მეტყევეობისა და დაცული ტერიტორიების წარმომადგენელთა ჯგუფს სასწავლო ტურზე,
ამერიკამ უმასპინძლა. ამ ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ტყეებისა და დაცული ტერიტორიების უკეთ სამართავად მათთვის ახალგაზრდების ჩართულობასა და სამუშაო ძალის განვითარებაში საუკეთესო გამოცდილების გაზიარება იყო.
“იმედი გვაქვს, რომ მიღებული ცოდნა დაეხმარება მტკიცე და გრძელვადიანი კავშირების ჩამოყალიბებას სამთავრობო სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს საქართველოს ბუნებრივი საგანძურების დაცვა” – ვკითხულობთ გვერდზე.