(ACCnews) ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „Reuters“ ავრცელებს.
“დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, დრონების საწინააღმდეგო და სარადარო სისტემებს, ასევე სათადარიგო ნაწილს, ტრენინგებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
გარდა ამისა, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების გამო, მოსკოვისთვის სანქციების დაწესებასაც გეგმავს,” – წერს “Reuters”.