Wednesday, March 29, 2023

საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების კუთხით დაუსჯელობა პრობლემად რჩება – აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიში

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოში არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, პრეზიდენტი ქვეყნის მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალია. აქვე ნათქვამია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ორი ტური ჩატარდა, ოქტომბერსა და ნოემბერში.

დოკუმენტის მიხედვით, ეუთო-მ საკუთარ საბოლოო ანგარიშში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო, მაგრამ „გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის ბუნდოვანებამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეამცირა“. ანგარიშის თანახმად, არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შეფასებაში დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ კანდიდატებს საერთო ჯამში, საშუალება ჰქონდათ, კამპანია თავისუფალ გარემოში ეწარმოებინათ, მაგრამ ბრალდებები ამომრჩევლების მოსყიდვასა და ზეწოლაზე გაგრძელდა.

მეტი:   "ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით" - ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები მოიცავს სანდო ცნობებს: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემებსა და თვითნებურ ან შერჩევით დაკავებებზე, გამოძიებებზე და სამართლებრივ დევნაზე, რომელიც ფართოდ განიხილებოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევაზე, ჟურნალისტებზე ძალადობასა და ძალადობის მუქარის შესახებ, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უპატივცემულობის თაობაზე და ძალადობაზე ან ძალადობის მუქარაზე, რომელიც მიმართული იყო, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ“.

მეტი:   ეკატერინბურგში ომის საწინააღმდეგო აქციის პლაკატით გოგონა დააკავეს, რომელსაც პირი ამოკერილი ჰქონდა

„მთავრობამ მიიღო გარკვეული ზომები ზოგიერთი თანამდებობის პირის გამოძიებასთან დაკავშირებით ადამიანების უფლებების დარღვევის კუთხით, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩება. 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მთავრობის მიერ სარწმუნო გამოძიების ჩაუტარებლობამ და სისხლის სამართლებრივი დევნის აღუსრულებლობამ გამოიწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა. პასუხისმგებლობის ნაკლებობა აღინიშნება ასევე 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებაში, ასევე ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებასა და აზერბაიჯანისთვის გადაცემაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

მეტი:   აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში: "არც ერთ ოლიგარქს არ უთამაშია ისეთი როლი, როგორიც ივანიშვილს"
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img