(ACCnews) აშშ-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ინფორმაციით, 5 აპრილის ჩათვლით უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ბრიგადის ნაწილი (SFAB) საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ბრიგადასთან ერთად ასრულებს საკვანძო საკონსულტაციო, შეფასებისა და სამეკავშირეო ამოცანებს. ამის შემდეგ ისინი სენაკში მეორე ბრიგადასთან ექვსთვიანი მისიის დასაწყებად გადაინაცვლებენ.