(
ACCnews) “დაჭრილ მებრძოლებზე ზრუნვისას კვალიფიციური პროფესიონალების ხელმისაწვდომობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე საშუალებებსა და აღჭურვილობაზე წვდომა. ჩვენი 30-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში
აშშ ორივე კუთხით ეხმარება საქართველოს”,- ასეთ ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში თავის გვერდზე.
გვერდის ინფორმაციით, 2 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც
აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა ააშენა, განაგრძობს ყველა საჭირო სივრცის, აღჭურვილობისა და მომსახურების მიწოდებას, მაშინ, როდესაც ჩვენ განვაგრძობთ ცენტრის შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერას.
“აშშ-ის მისიისთვის პატივი იყო, ემასპინძლა ექსპერტებისთვის კიდურების ტრავმისა და ამპუტაციის ცენტრიდან, აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობის ქირურგიის ოფისიდან, თავდაცვის ჯანდაცვაში ჩართულობისა და ლანდშტულის ტვინის ტრავმის რეგიონული სამედიცინო პროგრამიდან. აღნიშნული ექსპერტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებთან სამუშაოდ ჩამოვიდნენ, რათა ერთად იპოვონ საუკეთესო გზები მეომრების გამოსაჯანმრთელებლად”,- ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე.