“საქართველოში გოგოების საგანმანათლებლო ბანაკ GLOW-ს ათ წელზე მეტია მხარს ვუჭერთ. გასულ წელს ერთად განსაკუთრებული პროექტი დავიწყეთ, რომელშიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად მათი უკრაინელი თანატოლები ჩავრთეთ”, – ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ გვერდზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქვეყნებს.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობები მიმართულია მონაწილეების ლიდერობის უნარის განვითარებაზე და მათთვის მეგობრული, სახალისო სასწავლო გარემოს შექმნაზე.