საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის გამოცხადდა უნივერსიტეტის კვლევის პროგრამა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მონაწილეები კვლევითი უნარებისა და პროფესიული კავშირების განსავითარებლად ტეხასის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი