(
ACCnews) მიმდინარე კვირის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის, კერძო და ფინანსური სექტორების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სამოცდაათზე მეტი წარმომადგენელი ამერიკელმა ექსპერტებმა სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის საკითხებზე მოამზადეს.
“ეს იყო პირველი ტრენინგი ჩვენი ჩართულობის სერიიდან, რომელიც
აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ტარდება. აღნიშნული დახმარება საქართველოს მთავრობის თხოვნით ხორციელდება, რათა ქვეყანამ წარმატებით გაიკვლიოს გზა საერთაშორისო სანქციების სივრცეში”, – აღნიშნულია საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.