Saturday, September 23, 2023

აშშ-ის საელჩო: “უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს”

მთავარი
(ACCnews) “ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება.
უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ”. – ვკითხულობთ გვერდზე.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა.

მეტი:   "რუსეთის თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, უკრაინის მხარდამჭერებს ვერ გახლეჩს" - ენტონი ბლინკენი
მეტი:   თეთრი სახლი: აშშ-ს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მორატორიუმს არ დაპირებია

დაშავებული მოზარდები შადრევნიდან მეეზოვემ გამოიყვანა. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი, 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მეტი:   "ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს"

ორი მოზარდიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე მოზარდი ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img