(ACCnews) “ამ კვირაში საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები გადავამზადეთ საბაჟო პროცედურებსა და სასაზღვრო ტრანზაქციებში”. – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს აქვს პოტენციალი იყოს ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი.
“მსგავსი სამუშაო შეხვედრებით ხელს ვუწყობთ ეფექტიანი და გამჭვირვალე საბაჟო პროცედურების დამკვიდრებას, რაც, თავის მხრივ ამ პოტენციალის რეალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯია. დღემდე, მხოლოდ აშშ-ის კომერციული კანონისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს საბაჟოს გასაუმჯობესებლად $700,000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა”. – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.