Saturday, June 3, 2023

აშშ-ის აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავს

მთავარი

(ACCnews) ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე უახლოეს დღეებში ახალ თავდასხმებს გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

მეტი:   აშშ-მა უკრაინაში მყოფი რუსეთის ძალები ომის დამნაშავეებად გამოაცხადა - ენტონი ბლინკენი

„გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად უახლოეს დღეებში. შეშფოთებულები ვართ მუდმივი საფრთხის გამო, რომელსაც რუსული თავდასხმები უქმნის სამოქალაქო პირებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნა წყარომ სააგენტოსთა საუბარში.

მეტი:   "კარგი დღე" - უკრაინის გენერალური შტაბი 600-ზე მეტი რუსი ოკუპანტის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება

როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უკრაინელებს მოუწოდებს, დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

მეტი:   "საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე" - კელი დეგნანი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img