(ACCnews) “თბილისში თუ იმყოფებით, მხედველობაში იქონიეთ წერეთლის 8 ნომერში არსებული უნიკალური მაღაზია, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით გაიხსნა. აქ ხელნაკეთი ნივთების მრავალსახეობას იხილავთ, რომელსაც მსჯავრდებულები, პრობაციონერები და ყოფილი პატიმრები ქმნიან საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის დასახმარებლად”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, თორმეტი წელია რაც მათი წარმომადგენლები ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ მსჯავრდებულთა ტექნიკურ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.
“ეს მხარდაჭერა გრძელდება ახლაც, როდესაც ჩვენი პარტნიორობის 30 წლისთავს აღვნიშნავთ”, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.