მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი ცნობილია! ამ პოსტში გიზიარებთ მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაციას: რეგისტრაცია იწყება 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე. რეგისტრაცია დასრულდება 8 ნოემბერს, 20:00 საათზე.
რეგისტრაცია იყო და არის უფასო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.
რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.
სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე:
dvprogram.state.gov
აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.
შერჩევის შემთხვევაში
აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.